logo
ENG



"გაოცებული" ევროპა - დროება

12 სექ 202120:18
3 წუთის საკითხავი
 

"გავაოცებთ ევროპას", - ალბათ ერთადერთი დაპირება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ზედმიწევნით და გადაჭარბებით ასრულებს. წელი არ გავა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არ გაოცდნენ, საქართველოსთვის სამწუხარო ის არის, რომ ეს გაოცება მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ხდება. ბოლო ასეთი შემთხვევა, მოსამართლეთა კლანის გაძლიერების გზაზე გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა გამოიწვია, როდესაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილბით, ევროკავშირი იძულებული გახდა, აღარ გამოეყო საქართველოსთვის მეორე ტრანში, 75 მილიონი ევრო, იმ დაფინანსებიდან, რომლის ნახევარი გასულ წელს მივიღეთ და მეორე ნახევრის მისაღებად აუცილებელი იყო სასამართლო რეფორმის გატარება.


close დახურვა